“დავაყენებთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს” – “ენმ” “გაზპრომის” საკითხის გასაჯაროებას მოითხოვს

გაზპრომის შესახებ ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის პროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე უყრის კენჭს.

ინიციატივა ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა. ნაციონალური მოძრაობა რუსულ კომპანიასთან გასაფორმებელი დოკუმენტის გასაჯაროებას და მთავრობის პასუხისმგებლობას ითხოვს.

„ჩვენ მოვითხოვთ რეზოლუციის განხილვას პარლამენტში, რაც ნიშნავს კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოტანას საკითხის, მხილებას მთავრობის მოღალატეობრივი საქციელისა. ეს არის აბსოლუტურად უგუნური კონტრაქტი, რომელიც არის ძალიან წამგებიანი ეკონომიკურად. ჩვენ დავაყენებთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს, რაც გამოიხატება მის გადადგომაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ან ჩვენი ჯარისკაცების მონაცემები ხელმისაწვდომია ოკუპანტისთვის ან ის შეგნებულად არის გადაცემული” – ბაჩუკი ქარდავა
შემდეგი სტატიაშსს-მ „საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა