დავა ორი შპს-ს შორის და ორადგაყოფილი ბაზარი – მოვაჭრეების აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი ინფორმაციით, დიდუბის რაიონში მდებარე ორ ბაზარსა და ორი შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით მოვაჭრეები ზარალდებიან.

კერძოდ, ერთ-ერთი შპს-ს მფლობელმა ორ ბაზარს შორის კედელი ააშენა, რამაც დიდუბის ბაზარი ორ ნაწილად გაყო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, კედლის აშენების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ პროდუქტის რეალიზაციის საშუალება.

მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურს საჩივრით მიმართეს, რის შემდეგაც მერიამ კედლის დემონტაჟის ბრძანება გასცა, თუმცა რეაგირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშისამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია“დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი!” – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს