“დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი!” – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმს უყენებს და მოუწოდებს გადაუნაწილებელი მანდატების ხმების მოპარვაზე უარი თქვას.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რეჟიმს წალეკავს მისგან გამწარებული და მოტყუებული ხალხის მრისხანება, ხოლო ლეიბორისტული პარტია გადავა ბოიკოტის რეჟიმში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა ქვეყანას უკან დახევს -“დაუტოვე ხალხს უფლება თვითონ აირჩიონ თავისი ქვეყნის პრეზიდენტი!” განაცხადა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„დღეს საქართველო, რომელიც არის დაგლეჯილი, დაქსაქსული, ყვავ-ყორნებისგან წაღებული, უპატრონოდ მიგდებული, იმის ბედნიერებასაც კი არ ფლობს, რომ აირჩიოს თვითონ ხალხმა საკუთარი ქვეყნის მეთაური და მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიგო ვინ ხელმძღვანელობს ჩვენს ე.წ. სახელმწიფოს – ბუჩქებიდან ხელმძღვანელობენ მას, კაბინეტებიდან ხელმძღვანელობენ, პრემიერია უფროსი, პრეზიდენტია უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარეა უფროსი, თუ შუშის სასახლეში ზვიგენებთან გამომწყვდეული კრემლის მატყუარა და თაღლითი ოლიგარქი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავა ორი შპს-ს შორის და ორადგაყოფილი ბაზარი – მოვაჭრეების აქცია მერიასთან
შემდეგი სტატია“ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი” – ხალხის ნება იქნა უგულებელყოფილი, პრეზიდენტს 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს