დაუშვილი – კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, პირველ რიგში, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება იქნება

უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, პირველ რიგში, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება იქნება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, ევროპელი პარტნიორების მხრიდან აქცენტი სწორედ ამაზე გაკეთდება.

რა ინფორმაციაც გვაქვს, ვითარება მარტივი არ არის, საკმაოდ მძიმეა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სრულად გაანადგურა ნდობა, რომელიც ფაქტობრივად მოსპო. ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები და ევროპელი კოლეგები კარგად ხედავენ, რა არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, პირველ რიგში, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურება იქნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან აქცენტი სწორედ ამაზე გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაკიევში აფეთქებებია – ამოქმედებულია საჰაერო განგაში