“დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნებისმიერი ფორმით გამოქვეყნება”

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საქმის ყველა დეტალი უნდა გაირკვეს და ამბობს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სახის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება.

“თავისთავად რაიმე შეთავაზება დანაშაული არ არის, მაგრამ გააჩნია ეს რა ფორმით და რის სანაცვლოდ შესაძლოა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დეტალები გაირკვეს. კადრებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, ეს უფრო პრევენციის მიზნით გაკეთებული განცხადებაა. დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნებისმიერი ფორმით გამოქვეყნება და ნებისმიერი პირი, იმ გამკაცრებული სასჯელით, რომელიც შესულია კანონმდებლობაში, უნდა დაისაჯოს,” – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შესაძლოა მის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაშინავთობი Brent-ის ფასი 39 დოლარამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სავაჭრო პალატის შეფი ევროკავშირზე გამოთქმული აზრის შემდეგ გადადგა