15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“დაუშვებელია ილიაუნის სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შეზღუდვა”

“დაუშვებელია ილიაუნის სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შეზღუდვა”,_აღნიშნული განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდზე ვრცელდება.

“დაანონსებული განათლების რეფორმით, სხვა მრავალ პროგრამასთან ერთად, 2026 წლიდან დაგეგმილია შეიზღუდოს სტუდენტთა მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამაზე.
ამ პროგრამას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. სწავლის პერიოდში მათ ასევე შეუძლიათ სწავლა შემდეგ მომიჯნავე სამაგისტრო პროგრამებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადიქციის კვლევები, სოციალური მუშაობა, ანთროპოლოგია, განათლების მეცნიერებები, რაც ამ პროგრამის ინტერდისციპლინურ ხასიათს განაპირობებს.
სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამის პროფესორები თანამშრომლობენ უტრეხტის, საპიენცის, ბრიუსელის, ლიმერიკის, ტეხასისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების კოლეგებთან; აქვთ სოციალური, პიროვნების, განვითარების, განათლების, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სფეროების კვლევის გამოცდილება, აქვეყნებენ საერთაშორისო და ადგილობრივ პუბლიკაციებს იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში. მიმდინარე კვლევები სტუდენტებისთვის სხვადასხვა კვლევით პროექტში მონაწილეობის დიდ შესაძლებლობას ქმნის.
სამაგისტრო პროგრამის „სოციალური ფსიქოლოგია“ სტუდენტებს პრაქტიკის გავლა შეუძლიათ სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის უნივერსიტეტთან არსებულ დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.
 პროგრამაზე მიღების შეზღუდვა გამოიწვევს:
• ქვეყანაში სოციალური ფსიქოლოგიის დარგის, როგორც დამოუკიდებელი აკადემიური მიმართულების, შესუსტებას;

• კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია”,_ წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული სატყეო სააგენტო: მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 111 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლების შესახებ ხელისუფლების განცხადებები „მორიგი ტყუილია“