დაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს – ლევან ხაბეიშვილი

“თბილისის მერს, კახი კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან იმიტომ რომ ყველა კარტელურ, კრიმინალურ გარიგების წილშია”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, კახი კალაძის განცხადებასთამ დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, დაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

“თბილისის მერს, კახი კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან იმიტომ რომ ყველა კარტელურ, კრიმინალურ გარიგების წილშია.

როგორ შეიძლება არასერიოზულად პასუხობდე კითხვას რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს?

წლების შედარება არ მოსწონთ თურმე და როცა უნდათ 2005-2006 წლებში ჩადიან.

გვიპასუხეთ 2024 წელს, პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს ?

უთხარით ხალხს სიმართლე ! 1.65 ლარი არ არის ის ფასი რაც პორტამდეა ? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს? “- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება
შემდეგი სტატიაჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვის – მიხეილ სააკაშვილი