დაუშვას “ემპათიას” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან, თუ არ აქვს რაიმე დასამალი – ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრზე

დღეს კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევის პირველადი შედეგები უნდა გახდეს ცნობილი. პარალელურად, ალტერნატიული კონსილიუმის ექიმები მასთან დაშვებას ითხოვენ.

ცენტრი “ემპათია” ამ დრომდე ელოდება იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს, მიეცემა თუ არა საშუალება, დააკვირდეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რა მკურნალობა აქვს პაციენტს ჩატარებული.

ცენტრ “ემპათიას” ექიმების აზრით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეტი სიზუსტისთვის, აუცილებელია მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. მარიამ ჯიშკარიანი ასევე მოითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტს ტოქსიკოლოგიური კვლევაც ჩაუტარდეს, რადგან მისი ვარაუდით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული მედიკამენტებით მიზანმიმართულად დააზიანეს.

“ველოდებით სასწრაფოდ რატი ბრეგაძისგან, დაუშვას ცენტრი “ემპათიას” ექსპერტები, თუ არ აქვს რაიმე დასამალი. მოვუწოდებ, რომ შეგვიშვან, ვინაიდან ადგილზე გავეცნოთ მდგომარეობას და შევისწავლოთ როგორც სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, კვლევის შედეგები. აუცილებლად მიმაჩნია, როგორც MRI კვლევა თავის ტვინის თუ ზურგის ტვინის, ასევე, კატეს სკრინინგი კონტრასტით და ტოქსიკოლოგიური კვლევა აუცილებლად საზღვარგარეთ”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ზრუნავს მეტწილად საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – ბრეგაძე
შემდეგი სტატიაიაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ექსპორტს კრძალავს