დაურ კოვემ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ არასაქმიანი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, თვითგამოცახდებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების ახალი ფორმატის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მარტში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რომ ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია ახალი საერთაშორისო ფორმატის შექმნა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური დიალოგების წარმართვა გახდება შესაძლებელი, რადგანაც, არსებულ დიალოგებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვთ.
“ვფიქრობ, ქართულმა მხარემ, უშუალოდ მთავრობამ უნდა იფიქრონ საკითხებზე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს შორის, შესაბამისად, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ძალის გამოუყენებლობას ეხება. სხვა დანარჩენი საუბარი ფორმატის შეცვლაზე ან მის პროდუქტიულობა-არაპროდუქტიულობაზე – ეს ყველაფერი საქმიანი საუბარი არ არის” – განაცხადაკოვემ რუსულ “რია-ნოვოსტისთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ტრანსმშენი“ ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა