დაურ კოვე : “საქართველო აწარმოებს ფართომასშტაბიან პოლიტიკას აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მიზნით”

თანამედროვე საერთაშორისო კონიუქტურა არ უწყობს ხელს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესს. ამის შესახებ განაცხადა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაურ კოვემ. 27 სექტემბერს სოციალური ქსელის “ფეისბუკის” მეშვეობით მან უპასუხა მომხმარებელთა შეკითხვებს. კოვემ გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველო აწარმოებს ფართომასშტაბიან პოლიტიკას აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მიზნით”.


მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, “აფხაზეთი ახერხებს ახალი არაოფიციალური კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში”. კოვემ მაგალითისთვის მოიყვანა აფხაზური დელეგაციის ვიზიტი სირიაში.
მისი თქმით, სოხუმი ცდილობს წარმოდგენილი იყოს არა მარტო პოლიტიკურ არენაზე, არამედ კულტურისა და ეკონიმიკის სფეროებშიც. “ეს არის ჩვენი სავაჭრო პალატის საქმიანობა, საცეკვაო კოლექტივების გამოსვლები და ახალგაზრდა დიპლომატთა საბჭოს მოღვაწეობა”, – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ქურთისტანის რეფერენდუმი შეაფასა
შემდეგი სტატიამაკრონმა ევროკავშირს სუსტი და უუნარო უწოდა