დაურ კოვე ირმა ინაშვილს პასუხობს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ დღეს სოხუმში გამართულ “აფხაზეთის მეგობართა ლიგის” შეხვედრაზე პასუხი გასცა ირმა ინაშვილის ინიციატივას.

მისი თქმით, ინაშვილის სურვილი ჩავიდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის თაობაზე დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, არის აბსურდული. კოვე აცხადებს, რომ „ამ ქვეყნებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს“.  მან შეკრებილებს მოუწოდა ქართულ საზოგადოებას და მის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეატყობინონ, რომ „წარსულში დაბრუნება შეუძლებელია და დიალოგის გამართვის ერთადერთი ფორმა არის მოლაპარაკება თანაბარუფლებიანი სტატუსის მქონე სახელმწიფოებს შორის“. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “ეხო კავკაზა”.

“აფხაზეთის მეგობართა ლიგა” მიმდინარე წლის ოქტომბერში შეიქმნა. პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის, სირიის და ბელორუსის წარმომადგენლები. ლიგის მიზანია საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის მსოფლიოსათვის გაცნობა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 
შემდეგი სტატია“28 ნოემბერს არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი იმართება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე” – ნონა წოწორია