დაურ კოვე: განცხადების ტექსტი ამერიკელებმა წარადგინეს

“ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე მხარეებმა საქართველომ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს” – ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე ისაუბრა, სამხრეთ ოსეთის წარმომედგენლები არ დაეთანხმნენ ქართული მხარის ვერსიას ძალადობაზე, ისინი ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან, რომელსაც ქართული მხარე ატარებს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ექსპერტების დასკვნის გარეშე რაიმეს მტკიცება ქართული მხარიდან უშედეგო იქნება.

მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ საკითხის განხილვა გაგრძელდა. კოვეს თქმით, განცხადების ტექსტი ამერიკელებმა წარადგინეს.

“ჩვენ უარი ვთქვით ამ ტექსტზე, როგორც ჩვენთვის მიუღებელზე, რადგანაც იქ არ ჩანს კონფლიქტის რომელ მხარეებზეა საუბარი. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ერთობლივი განცხადების გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როცა ტექსტში მითითებული იქნება რომ ის მიღებულია საქართველოსა და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მიერ. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ მხარეები კონკრეტულად უნდა მიეთითოს, რომ შემდეგ სხვანაირად არ იყოს ციტირებული” – აცხადებს კოვე.
ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა არ გამორიცხა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ფორმატის რეფორმირებაზე არაფერი თქმულა, მისი თქმით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს სარეფორმო არაფერი სჭირს და კარგი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მის წინაშე დასმულ ამოცანებს უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშილია მუხაშავრია – “პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაშალოს”
შემდეგი სტატიადღეს დაასაფლავეს პოლიციელი, რომელმაც თავი მძევალზე გადაცვალა