დაურ კოვე: ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული მხარის ნატოსკენ სწრაფვით

რვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, რომელიც დეკემბერში შედგება, ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. დაურ კოვემ ხაზგასმით აღნიშნა ორი საკითხი, რომელიც აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია:

თქვა, რომ ის იმედს იტოვებს რომ აფხაზეთი მიიღებს იგივე ტრიბუნებამდე წვდომას, რაც საქართველოს გააჩნია და  რომ აფხაზეთს ძალიან აშფოთებს საქართველოს სწრაფვა ნატოს წევრი გახდეს. თავის მხრივ, ტოივო კლაარმა თქვა, რომ აუცილებელია ჟენევის დისკუსიებისთვის ახალი ძალის მიცემა “თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ. ნამდვილად, ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს განვიხილოთ. ასევე, ვთვლი, რომ ჩვენ, ზოგადად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მივანიჭოთ ახალი ძალები ჟენევის დისკუსიას და ვიფიქროთ იამზე, თუ როგორ აღვადგინოთ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები”

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუდოლფ მუჩალკმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე სერიოზული სამუშაო ჩატარდა, რომლის დროსაც ახალი იდეები განიხილეს იმისათვის, რომ ჟენევის პროცესი უფრო პროგრესული გახდეს. გარდა ამისა, მისი თქმით, დაგეგმილია, რომ ჟენევის დისკუსიებში ახალი იდეები ჩაერთვება. ასევე, მუჩაკის თქმით, ჟენევაში შეხვედრაზე ჰუმანიტარული თემებიც დადგება დღის წესრიგში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი თურქ მეთევზეებს შავი ზღვის მარაგის გაუფრთხილებლობაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაფრთხილად! შავი პარასკევისთვის კლონი-საიტები ამოქმედდა