დაუნინგ-სტრითი იკვლევს, ტერესა მეის განაწესი მატარებელში დაიკარგა თუ არა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა იკვლევს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დოკუმენტი, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერესა მეის ვიზიტის განაწესი იყო მოცემული, მატარებელში იპოვეს. ადრე გაზეთმა Mirror-მა გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ დოკუმენტი იანვარში მატარებელში, პირველი კლასის ვაგონის იატაკზე იპოვეს, რომელიც მანჩესტერიდან ედინბურგში მიდიოდა.
დოკუმენტი პრემიერის გადაადგილების დეტალებს შეიცავდა, მათ შორის, სახლის მისამართს, სადაც მეი ვიზიტის დღეს სადილობდა, მითითებული იყო სასტუმრო, სადაც პრემიერი რამდენიმე საათის გატარებას აპირებდა.

სამეფო ოჯახის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა კენ უორფმა Mirror-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსგავსი დოკუმენტის დაკარგვა უსაფრთხოების ნორმების სერიოზული დარღვევაა.

banner
წინა სტატიაში,,ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზე გვაქვს’’
შემდეგი სტატიაბერლინის აეროპორტები 15 მარტამდე იფიცებიან