დაუმორჩილებლობოს აქციაზე, სავარაუდოდ,10-მდე აქტივისტი დააკავეს

ამ წუთებში ხმაურია ბათუმში – გმირთა ხეივანზე, სადაც თბილისში “დაუმორჩილებლობოს” აქციას სოლიდარობას უცხადებდნენ და კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან. აქციაში რამდენიმე სპორტსმენი მონაწილეობას იღებდა.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის განცხადებით, მსვლელობის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმრჩილებლობას, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშიმსვლელობის მონაწილეები „დედაენის ბაღში“ მივიდნენ
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ამ ყველაფრის მერე, ვითომც არაფერი, საღამოს თოქშოუებში დასხდებიან და პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან