„დაუმორჩილებლობა იმის მიმართ, რა გადაწყვეტილებაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო” – ზაალ სამადაშვილი

რუსთავი 2-ის ოფისის მიმდებარედ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს პოლიტსაბჭოს სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის ზაალ სამადაშვილი სამომავლო სტრატეგიაზე საუბრობს. მისი თქმით, სტრატეგია და ტაქტიკა არის ერთი – ბრძოლა და შეუგუებლობა იმასთან, რა გადაწყვეტილებაც გუშინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

„ეს არის დაუმორჩილებლობა იმის მიმართ, რა გადაწყვეტილებაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ის გუშინ საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ კომპანიად, რომელიც ხან ხმელეთით და ხან ზღვით დაათრევს ბიძინა ივანიშვილის შერჩეულ ხეებს,“ – აცხადებს ზაალ სამადაშვილი.

მისივე თქმით, რუსთავი 2-ის შენობის დაცვა გაგრძელდება 24 საათის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმე – გიორგი ყარამანიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასაერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს ამა თუ იმ ტელევიზიის პატრონი ვინაა და ვის რამდენი წილი აქვს