დაუყოვნებლივ გააუქმეთ ყველა კონცერტი და შეკრება – ელენე ხოშტარია “ოცნებას” მიმართავს

საქართველოში შემქნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ პარია “ელენე ხოშტარია – დროა” ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს კონცერტები, მასობრივი შეკრებები, ამის ნაცვლად კი გახსნას აცრის მობილური პუნქტები.

პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” უარს ვამბობთ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე.

“გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მოვითხოვთ ხელისუფლებისგან:

• დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.

• გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის”, – წერია განცხადებაში.

ხოშტარია ამბობს მზად არიან ნებისმიერ ადამიანს დაეხმარონ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, “დროას” შეგიძლიად დაუკავშირდეთ ნომერზე:

599 192 277;
598 642 956;

banner
წინა სტატიაშიჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქზე იზრუნებს