,,დაუცველი რუსული ბომბდამშენი, რომელიც თურქეთს არ ემუქრებოდა,,

რუსულმა, უკრაინულმა, თურქულმა მედიამ და სოციალურმა  ქსელებმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საფრანგეთში ,,კლიმატის ცვლილების,, სამიტის შემდგომ გაკეთებული განცხადებიდან მოყვანილი ციტატა აიტაცეს, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ჩამოგდებული რუსული ბომდამშენი ,,დაუცველ,, არსებად მოიხსენია, რომელიც თურქეთს სრულიად ,,არ ემუქრებოდა,, …

,,რაც შეეხება ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავს… რა თქმა უნდა ეს თემა მსოფლიო ლიდერებთან ყველა ორმხრივ შეხვედრაზე გაჟღერდა. მე ვიძლეოდი შესაბამის ახსნა-განმარტებებს და ვეუბნებოდი მათ რაც მოხდა. მე რამდენადაც წარმომიდგენია… თუმცა არა არ წარმომიდგენია,  ვნახე. ყველა კოლეგა ყურადღებით მისმენდა და მათი უდიდესი უმეტესობა იზიარებს იმ თეზის, რომ არ იყო არანაირი აუცილებლობა ჩამოეგდოთ დაუცველი რუსული ბომბდამშენი, რომელიც თურქეთს არ ემუქრებოდა,, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

face-rabinovichპუტინის სიტყვებს ,,ფეისბუქით,, გამოეხმაურა ცნობილი რუსი ფინანსისტი, ოპოზიციონერი და ბლოგერი სლავა რობინოვიჩი, რომელმაც უშვერი სიტყვებით ლანძღა პუტინი…

,,შეხედეთ… მან ეს თქვა… რეალურად თქვა…  რუსეთს მართავს მო…..ლი მანიაკი, რომელმაც არც ის იცის რას ლაპარაკობს და არც ის, რას სჩადის. წაართვით მას ღილაკი,, აცხადებს რაბინოვიჩი.

უკრაინული მედიამ  უფრო ირონიული ტონით გააშუქა პუტინის სიტყვები ვიდრე სიბრაზით… ,,პუტინს ეჭვი ეპარება, რომ რუსული ბომბდამშენები შეიძლება სახიფათო იყოს,, აცხადებს უკრაინული საინფორმაციო სააგენტო.

თურქულმა მედიამ პუტინის ამ სიტყვებზე გვიან ღამით გაამახვილა ყურადღება. თურქული ტელევიზიით, ერთ-ერთი თოქ-შოუს მსვლელობისას, თურქმა   ექსპერტმა ალი იაშარმა თავისი შეხედულება გამოთქვა… ,,პუტინს ეტყობა რუსული ბომბდამშენები საკუთარი შვილებივით უყვარს, ამიტომაც მათ უმანკო დაუცველ არსებებად წარმოგვიდგენს. სინამდვილეში კი მათ ბომბები მოაქვთ და სიკვდილს თესავენ,, განაცხადა თურქმა ექსპერტმა.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პუტინს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და პასუხს ელოდება…
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინის არმიას უვარგისი აღჭურვილობა მიაწოდა…