“დაუბალანსებლი და ხარვეზიანი ოქმები ყოველთვის გვხვდებოდა, ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკაა “

“ქართული ოცნებისთვის” დაუბალანსებელი ოქმები “ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკაა”. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის, რასაც ახლა ოპოზიცია აპროტესტებს, წინა წლებშიც იყო, თუმცა მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა.

“საქართველოში, დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე დაუბალანსებლი და ხარვეზიანი ოქმები ყოველთვის გვხვდებოდა და ყოველთვის იყო ასეთი პრაქტიკა სტანდარტულ უბნებზე მათ შორის. ყველა ასეთ შემთხვევა როგორც დღეს, ისე წარსულში ანალოგიურად მიყვებოდა ცესკო, იკვლვდა და საჭიროების შემთხვევაში, ეს ოქმები სწორდებოდა ხოლმე. ამაზე არც სხვა არჩევნებზე, წინა არც ერთ შემთხვევაში არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმიტომ, რომ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკა და შესწორების ოქმი იყო ასეულობით ოქმთან დაკავშირებით” – ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი

banner
წინა სტატიაშიგლდანში სროლის ხმა ისმოდა
შემდეგი სტატიამეტეხის გვირაბში პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება