,,დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2017 11:50

,,დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული”

მნიშვნელოვანი

  • ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნეს.

სხვა სტატიები

ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნეს.

მათივე ინფორმაციით, დავით ქაცარავას საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ისედაც მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით, „რომლის ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებლი“.

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.

როგორც დავით ქაცარავამ აღნიშნა, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან.

“სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2017 11:50