დაწყებით კლასში ბავშვები დიდ ნიჭს ამჟღავნებენ, დამამთავრებელ კლასებში, ხშირ შემთხვევაში, უმძიმესი შედეგები გვაქვს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, დამამთავრებელ კლასებში ხშირ შემთხვევაში უმძიმესი შედეგები გვაქვს. მისი თქმით, მაშინ, როცა დაბალ კლასებში სტატისტიკური მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში მაღალ კლასებში სისტემაში არის ვარდნა.

„მე ძალიან დეტალურად შევისწავლე და ანალიზი გავაკეთე ყველა სტატისტიკური მონაცემის , რაც გვაქვს. დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ და შემდეგ სისტემა არ გვაქვს, რომელიც ამ ნიჭს გამოამჟღავებინებს და გვაქვს დამამთავრებელ კლასებში უმძიმესი შედეგები ხშირ შემთხვევაში,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მისია, გარდა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების წვდომისა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რათა ადამიანებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლოს.

„მე წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ნიჭი გვაქვს დაკარგული- უზარმაზარი. ეკონომიკაში ეს არის ათობით მილიარდი. ადამიანებს აქვთ ნიჭი, მაგრამ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და სისტემა, რომ მათ მოეხდინათ ამ ნიჭის რეალიზაცია. ამიტომ, არის ეს ეროვნული იდეა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშითანამდებობის პირების გავლენა ბიზნესის მფარველობისთვის – მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აცხადებს, რომ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად არის