„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი მთავარი სპეციალისტი, პარტია „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს და „ოცნების“ ე.წ. ძველ გვარდიას მოუწოდებს, ან პარტია დატოვოს, ან „ქართული ოცნება“ მედროვეებისგან გაწმინდონ.
„არასდროს გამომითქვამს ასე ღიად, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, მივმართო მმართველ პარტიას და უმრავლესობის დეპუტატებს: ისევე, როგორ 2012 წელს ჩვენი საარჩევნო ნომერი „7“ ვერაგულად შეცვალეს მაშინდელმა მმართველებმა და საარჩევნო ნომერი დარჩა „41“, ასევე, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა დაერქმეოდა და რა ერქმევა „ქართულ ოცნებას“, რადგან ეს მხოლოდ სახელი არ იყო. ეს იყო ზნეობრივი პრინციპების, კეთილსინდისიერების, სამშობლოს სიყვარულის ირგვლივ გაერთიანებული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა პარტიიდან თუ საზოგადოებრივი ჯგუფებიდან წამოსული ხალხი მხარდამხარ იბრძოდა ბოროტი რეჟიმის მოსაშორებლად და საერთო ძალისხმევით ეს მოხერხდა.
დღეს, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერთა ქმედებები და განცხადებები ზემოთჩამოთვლილი პრინციპებისგან სრულიად დაცლილია და გადასულია უსამართლო და სასტიკი რეჟიმის მთავარი დამნაშავეების დაცვაზე, რაც სრულიად ამორალური და ცინიკური საქციელია.
მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია, ვინც დღეს ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი: ან დატოვონ ეს პოლიტიკური პარტია, რადგან არ გახდნენ ამ უზნეობის თანამონაწილე, ან უკან დაიბრუნონ „ქართული ოცნება“ და გაწმინდონ მედროვეებისაგან და ზნეობრივი პრინციპებისგან დაცლილი კომკავშირლებისგან, რადგან ისინი არც თქვენთან ერთად ყოფნას იმსახურებენ და არც იმ წარმომადგენლობით თანამდებობებს, რომლებიც უკავიათ! ქართველი ხალხი დააფასებს ამ ნაბიჯს, დაიბრუნებს იმედს, რომ ეს ქვეყანა მართლა მის მოქალაქეებს ეკუთვნით და სხვისი ხათრით არჩეული ურეიტინგო უვიცები ვეღარასდროს შეაღწევენ საქართველოს პარლამენტში, სადაც ხალხის სახელით ლაპარაკობენ. ვფიქრობ, ეს ადამიანები არიან იმის ღირსი, რომ მურუსიძეებთან და მსგავს უღირსებთან ერთად დარჩნენ და რეალურად ნახონ რა არის მათი რეიტინგი ამ ქვეყანაში!“ – წერს სოციალურ ქსელში მურვანიძე.

banner
წინა სტატიაშირუსლან პოღოსიანი- ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ არცერთ ეთნიკურ კონფლიქტში არ აღმოჩნდეს საქართველო ჩართული
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – რა შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ