16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

“დატოვეთ აკვატორია!” — IDF “ჰეზბოლას” საზღვაო ბაზების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს

ისრაელის არმიის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ავიჩაი ადრაიმ, საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც მიმართულია ყველა ტიპის მცურავი საშუალებისადმი:

ყველა გემი, რომელიც იმყოფება ტიროსსა (Tyre) და რას-ნაკურას (Ras Naqoura) შორის, ვალდებულია სასწრაფოდ გაცუროს ჩრდილოეთით, ქალაქ ტიროსის მიმართულებით.

IDF-ის განმარტებით, „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა საზღვაო ზონაში საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, რის გამოც ისრაელი იწყებს ოპერაციას ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.

რუკაზე მონიშნული ტერიტორია ფაქტობრივად საომარი მოქმედებების აქტიურ ზონად გამოცხადდა, სადაც ნებისმიერი მცურავი საშუალება შესაძლოა სამიზნე გახდეს.

banner
წინა სტატიაშივინ დაადო ხელი სუს-ის ექსშეფს და რატომ გაასამართლეს ლილუაშვილი დახურულ კარს მიღმა
შემდეგი სტატიაროგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე – რას წერს სააკაშვილი