დატოვებული მაქვს ბადურაზე შრამი, რის გამოც ვეღარ ვხედავ – აქტივისტი ნიკა დემურიშვილი

ახალგაზრდა აქტივისტი, რომელმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ლამის თვალი დაკარგა, დახმარებას ითხოვს. ნიკა დემურიშვილს მარჯვენა თვალიდან მხედველობა ფაქტრობიად სრულად შეზღუდული აქვს. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო, 24 წლის მამაკაცს თვალის ბადურასთან შრამი დარჩა, რის გამოც მხედველობის პრობლემები შეექმნა.

“ბადურა მქონდა ჩახეული, ანუ ან ოპერაცია უნდა დამჭირვებოდა, ან თავისით უნდა გამთელებულიყო და ამ ეტაპზე თავისით არის გამთელებული, დატოვებული მაქვს ბადურაზე შრამი, რის გამოც ვეღარ ვხედავ. დიდი შავი წერტილი მაქვს და მხედველობაში ძალიან მიშლის ხელს. მხოლოდ სივრცეს აღვიქვამ. მკურნალობას რაც შეეხება, აქ ექიმებმა როგორც მითხრეს, ამ შრამს არაფერი არ ეშველება და ასე მექნება მთელი ცხოვრება. საბუთები მქონდა გაგზავნილი თურქეთში, იქიდანაც იგივე პასუხი მოვიდა ზუსტად, ახლა ვაპირებთ, რომ გერმანიაშიც გავაგზავნოთ, ამერიკაშიც და ბოლომდე ვეჭიდებით იმედს, რომ რღაც შეიძლება გამოვიდეს”, – ამბობს ნიკა დემურიშვილი.

დემურიშვილი ერთ-ერთია, ვინც 1 მაისის დემონსტრაციაზე სამართალდამცვების მიერ ძალის გადამეტების შედეგად დაშავდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინსიტრო დღემდე ამტკიცებს, რომ პირველი მაისის ღამეს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ.

banner
წინა სტატიაშიკრამონი ბორელს, მიშელს, ლაიენს: არის შანსი, EU-მ ანალოგიური ზომები მიიღოს ოცნების წევრებზე?
შემდეგი სტატიაპერსონალური სანქციების მიღება, ადასტურებს, რომ ამერიკა მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის და ათი ათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად – ნაცვლიშვილი