დატოვებს თუ არა ეკა ბესელია გუნდს – დეპუტატი განცხადებას ხვალ გააკეთებს

დატოვებს თუ არა ეკა ბესელია გუნდს – დეპუტატი ხვალ 12 საათზე გააკეთებს საგანგებო განცხადებას. ეკა ბესელიამ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პირელი კომენტარი გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა ეს არ გაითვალისწინა.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრა ამ წუთებში გაიმართა. საკანონმდებლო ინიციტივას მხარი 45 კანოონმდებელმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი წავიდა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა