“დათვის ტყვიებიც ნაცების დროს იყო შეძენილი და 20 ივნისს რომ გვეკითხა, ტყვიები არც იყო მათი ხელწერა” – მაკო გომური გომელაურის განცხადებაზე

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, შსს BBC-ის მიერ დასახელებულ ნივთიერებას ფლობდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ის წინა ხელისუფლებამ იყიდა და არა “ქართულმა ოცნებამ”.

“დათვის ტყვიებიც ნაცების დროს იყო შეძენილი და 20 ივნისს რომ გვეკითხა, ტყვიები არც იყო მათი ხელწერა,” – წერს მაკო გომური.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება, რამდენიმე კვირის განმავლობაში აწუხებდათ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: დამანგრეველ დარტყმას ხელისუფლება იქიდან მიიღებს, რის შემდეგაც პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ BBC-ის საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლებს