11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

დათუნაშვილი: ბოჭორიშვილი არცერთ შანსს არ გაუშვებს, რომ EU-ს ლიდერებს პიჯაკზე მოეპოტინოს – გეხვეწები სურათი გადავიღოთო

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას იმის შესახებ რომ ევროკავშირის ელჩს სამინისტროში დაიბარებენ,  “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გამოეხმაურა.

“ეს შეხვედრა იქნება სამარცხვინო და სასაცილო, კომიკური – როგორც ასეთი შეხვედები არის ხოლმე მის შემთვევაში, როცა ის სთხოვს ხოლმე ელჩს, რომ მოდი ერთი 15 წუთი აქ გავჩერდეთ, ვითომ რაღაცას ვლაპარაკობთ და მერე გავიდეთ და ფოტო გადავიღოთ… და მერე შეჭმუხნული სახით იტყვის, რომ რაღაცაზე ელაპარაკა. სინამდვილეში ვერც ევრაფერს ეტყვის – რა უნდა უთხრას? – რომ საქართველოს ინტერესების დამცველი განცხადებები არ გააკეთოს ევროკავშირის ელჩმა? სინამდვილეში არცერთ შანს ხელიდან არ გაუშვებს, საპირფარეშოს გამოსასვლელი იქნება ეს, თუ რომელიმე დერეფანი, რომ დაეწიონ ევროკავშირის ან სხვა ლიდერებს, მოეპოტინონს პიჯაკზე და უთხრა, გეხვეწები სურათი გადავიღოთ”, – ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

ინფორმაციისთვის,  პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ “საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება”.

“საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება,” – თქვა ჰერჩნსკიმ.

განცხადების გაკეთების შემდეგ ჰერჩინსკის საგარეოში დაბარება ჯერ კახა კალაძემ მოითხოვა, შემდეგ ირაკლი კობახიძემ. გუშინ კი “ოცნების” დეპუტატებმა იგივე მოთხოვნა წამოაყენეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ დნიპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ აფრთხილებს სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სოფლებში