„დათუჩა“ – ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის დაბადების დღეზე მისი სახელობის ფონდი გახსნა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მოკლული შვილის სახელობის ფონდი გახსნა. სარალიძის თქმით, ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა დახმარება ესაჭიროებათ.

ფონდის ხელმძღვანელი ზაზა სარალიძე იქნება და ფონდი დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე:

„დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე, გახდებოდა 17 წლის, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მზად იყო ყოველთვის სიკეთის საკეთებლად და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, გადავწყვიტე, რომ შემექმნა მისი სახელობის ფონდი, სახელწოდებით „დათუჩა“, რომელიც დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ასე რომ ვთქვათ ავადმყოფ ბავშვებს, გადაუდებელი ოპერაცია ვისაც ესაჭიროება, სოციალურად დაუცველი ვინც არის, ამ სამართლიანობისთვის ბრძოლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე არა მარტო მე, არამედ მთელმა საზოგადოებამ ნათლად და კარგად იცის, რამდენი გაჭირვებულობის ზღვარს მიღმა მდგომი ადამიანი გვყავს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ ფონდის შექმნა, რომ ჩემი შვილის სახელით გავუწიო ადამიანებს დახმარება ყველა ადამიანს, ვეცდებით ყველანაირად რომ აღმოვუჩინოთ დახმარება ყველას. ფონდის შემოსავლიანობა იქნება დამოკიდებული შემოწირულობაზე, გავერთიანდეთ და ერთობლივად საზოგადოებამ როგორმე ყველა დავიყენოთ გვერდით. შემოწირულობები არა მხოლოდ თანხობრივ მიზნებს ემსახურება, არამედ პერიოდულად ჩავატარებთ რაღაც გარკვეულ აქციებს, ტანსაცმელი, სათამაშოები თუ პროდუქტი, პერიოდულად მოგახსენებთ რას დავგეგმავთ. დღეს პირველი დღეა, სპეციალურად დავამთxვიე ჩემი შვილის დაბადების დღეs ამ ფონდის გახსნა, კონკრეტულად ჯერჯერობით არავის გავსაუბრებივარ. ამ დროისათვის მე ვხელმძღვანელობ, მაგრამ როგორც კი ჩემი შვილი სრულწლოვანი გaხდება გადავუფორმებ და ის გააგრძელებს ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში“პარტიის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა “- თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს სამშობლოსთვის – სოფიო კილაძე