“დათოსგან მუდამ იგრძნობოდა ყურადღება” – ანდრო ჭიჭინაძე ციხის უფროსზე

“ვუსამძიმრებ დათოს ოჯახის წევრებს. დათოსგან მუდამ იგრძნობოდა ყურადღება და გვერდში დგომა.

მან არაერთხელ მაჩვენა ადამიანობის მაგალითი — და არა მარტო მე” – წერს სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე წერილში, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიევროპა პანაცეა არ არის, ბატონი გებელსიც ევროპა იყო – კობახიძე
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა, სეტყვა, შტორმი – როგორი ამინდი იქნება 9-11 ოქტომბერს