დათო შენგელია არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა საზოგადოებრივი დარბაზი-აფხაზეთი შექმნა

რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში დასრულდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საერთო სახალხო კრება. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, კრებაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი დარბაზი-აფხაზეთი.
დამფუძნებლებს შორის იყვნენ ყოფილი პარტიზანული მოძრაობა “ტყის ძმების’ მეომრები და თავად ამ მოძრაობის ლიდერი დათო შენგელია. როგორც დათო შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა ის არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, უბრალოდ არის გამგეობის წევრი და დგას იქ, სადაც დევნილი მოსახლეობაა.

იმ შემთხვევაში თუ არ იქნა დაყმაყოფილებული 11 პუნქტიანი მოთხვნა ჩვენ დავიწყებთ ფართო მასშტაბიან აქციებს-განაცხადეს საზოგადოებრივი დარბაზი-აფხაზეთის გამგეობის წევრებმა.

1 შეჩერდეს 45 ლარიანი შემწეობის მოხსნის საკითხი და გაიზარდოს 168-ლარამდე.
2. შეიქმნას ერთობლივი კომისია და შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები დევნილთა საცხოვრებელი უზრუნვეყოფის სამოქმედო გეგმაში
3.დაჩქარდეს დევნილების ბინით, მიწის ნაკვეთით და საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა.
4. დევნილ სტუდენტებს 100% დაუფინანსდეს სწავლის საფასური. თანაბრად გავრცელდეს პრივილეგიები დევნილ სტუდენტებზე.
5.დევნილ მოსახლეობას კომუნალური გადასახადებში დაუწესდეს შეღავათები.
6.დევნილ პენსიონერებს შეუმცირდეს საბანკო მომსახურებისათვის გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გადახდა.
7.შესაძლებლობა მიეცეს დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს კენჭი იყარონ თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში.
8.აქტიური ჩართვა სახალხო დიპლომატიაში
9.დაფინანსდეს დევნილების ბიზნესპროექტები
10.ყველა დევნილს დაუფინანსდეს 100% სამედიცინო მომსახურეობა
11.საქართველოს პარლამენტში აღდგეს აფხაზეთის ფრაქციის კვოტა.

banner
წინა სტატიაშიის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან
შემდეგი სტატიაასეთი სამარცხვინო, თავისმომჭრელი და გარეწარი მინისტრი ნამდვილად არ დაგვიმსახურებია