“დათმოს საკრებულომ თავის უფლებამოსილება და მე კაცურ სიტყვას ვაძლევ, მეც დავთმობ”

თიანეთში მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური მმართველი გუნდის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს და ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნას პასუხობს.

„თუ მაინცდამაინც მიაჩნიათ, რომ არ ასახავს სრულად და სწორად როგორც პარლამენტში წარმომადგენლობა, ასევე მერის და ასევე, საკრებულოს ლეგიტიმაცია ამომრჩეველთა ნებას, დათმოს საკრებულომ თავის უფლებამოსილება და მე კაცურ სიტყვას ვაძლევ, მეც დავთმობ ამ უფლებამოსილებას და ვთხოვ მერე „ქართულ ოცნებას“, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდოდატის ლელა ქიტესაშვილის მტკიცებით, ოლქში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიქუცნაშვილი მეჭიაურს იმპიჩმენტს უმზადებს?
შემდეგი სტატიალევან იზორიას უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედალი გადაეცა