დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ

სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მდებარე სოფლის ძველ სასაფლაოზე, დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვას მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები დაესწრებიან.

დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გამყოფ ხაზთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის კულტურის კომიტეტი დღეს პირველ სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა გამოვლინდა