დათა ქაჯაია: მინისტრის დაპირებები და გეგმები სრულდება

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადაცემის ცერემონიის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი – MIA Force-ის მრბოლელმა დათა ქაჯაიამ განაცხადა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო რეფორმები. მინისტრის დაპირებები და გეგმები სრულდება. სახეზეა ეს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში. სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთ ეკომეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა, ეტაპობრივად, ვფიქრობ, დასახულ მიზანთან მიგვაახლოვებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამასთანავე, ამ ავტომობილების მეშვეობით, რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით. ელექტრომობილები პირველი რამდენიმე მეტრის აჩქარებით სჯობს კიდეც შიდაწვისძრავიან ავტომობილებს და ეს ავტომობილები სრულიად მოსახერხებელი და კომფორტული იქნება პატრულის თანამშრომლებისთვის“.

banner
წინა სტატიაში„სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ამ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ” – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი: საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს