დატბორილი ქუჩები და სახლების პირველი სართულები – ბათუმში წვიმამ პრობლემები შექმნა

ბათუმში, დაახლოებით, ერთსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ასევე წყალი შევიდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში. თითქმის, ნახევარი საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო ცენტრალურ მაგისტრალზე მახინჯაურის მონაკვეთზე.

დაგუბებული წყლის გამო ავტომობილების გადაადგილება ვერ ხერხდებოდა. ადგილზე მუშაობდნენ ბათუმის წყალისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები.

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამის გამოც ნალექის გამტარიანობა შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრს შეკვეთილში თავს დაესხნენ – მირდატ ქამადაძე
შემდეგი სტატიასად გაქრა თბილისის ქუჩებიდან წარწერები – “გვახსოვდეს აფხაზეთი”