დატბორილი ანაკლია და ადიდებული ენგური – ჩახერგილი არხის გაწმენდა ახლა დაიწყო

არხი, რომელიც გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის გამო ანაკლიაში შლამმა ჩახერგა ეზოებისა და სახლების პირველი სართულების დატბორვის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ და ამბობენ, რომ უკვე თვეებია ადგილობრივ ხელისუფლებას მის გაწმენდას სთხოვენ.

ხელისუფლებამ კი არხის გაწმენდის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდგ მიიღო, რაც ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და მძიმე პრობლემები შექმნა.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

მოსახლეობამ მი სტიქიის შედეგად დიდი ზარალი ნახა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ პირობებში წელს ტურისტული სეზონი ჩაუვარდებათ. მათივე თქმით, ხელისუფლება ანაკლიას მიზანმიმართულად არ აქცევს ყურადღებას.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი
შემდეგი სტატია„ლელო“ იწყებს კამპანიას – „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – თავისუფლებისთვის, შენიმომავლისთვის“