“მნიშვნელოვანი ინფორმაცია – ბოლო დღეებია ჩემს მობილურ ტელეფონში შევნიშნე უჩვეულო აქტივობები. მაგალითად, ხშირი გაჭედვა, აპლიკაციების უეცარი დახურვა, ტელეფონი მატყობინებს, რომ უწევს გამოიყენოს დიდი რაოდენობით ოპერატიული მეხსიერება და იქნებ გადავხედო რომელ აპლიკაცია იწვევს ამას. რაც ყველაზე შესამჩნევია, კავშირის დაჭერის სიხშირის მაჩვენებელი რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იჭერს შენი ტელეფონი, რა ტიპის ინტერნეტს იყენებს, 2-5 წუთში ერთხელ იცვლება ან საერთოდ ითიშება, მაგალითად LTE+ იცვლება H ან H+ -ით, ან საერთოდ ითიშება ერთი წუთით და ეს გრძელდება უწყვეტად. ტელეფონი ძალიან მალე ჯდება!
გუშინ ჩემი ტელეფონის ექაუნთის ასლი და წვდომა მივეცი ერთ უცხოურ ძალიან მაგარ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია ამ მიმართულებით.
დასკვნა დღეს დილით გამომიგზავნეს, რაც მოიცავს ბოლო 12 საათის შედეგებს – ტელეფონი უწყვეტ რეჟიმში არის დაკვირვების ქვეშ, ეს მოიცავს როგორც გადაადგილების მარშრუტებს, ისე უწყვეტ წვდომას “data”-ზე, ტელეფონიდან ხდება ზუსტი კოპირება “screen mirroring” -ის მეშვეობით google-ის საძიებო სისტემაში თუ რას ვსერჩავ. გარკვეულწილად ხდება ისეთი აპლიკაციების მიყურადება და “data”-ს ტრანსილაცია, როგორიცაა what’s app, viber, telegram, FB Messenger. შედარებით დაბალი პროცენტულობით შეინიშნება იგივე აქტივობები აპლიკაცია Signal-თან მიმართებაში და მცდელობები data -ს კოპირების არის წყვეტადი, რაც მიანიშნებს ხანგრძლივი ვადით წყვეტად ტრანსილაციის მცდელობებზე!
მოკლედ, გაითვალისწინეთ ეს სიმპტომები თქვენს ტელეფონებზე!”- წერს Facebook-ზე ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე.