დასკვნა, რომელსაც ხატიაშვილი აფრიალებს ჩატარდა ვებგვერდიდან ჩამოტვირთულ სიუჟეტზე – “ომეგას” საქმე

”ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია ”ოჯთ”-ს გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა ექსპერტიზაზე დამონტაჟებული სიუჟეტი გაგზავნა, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას” ვებგვერდიდან ჩამოტვირთა.

„იმ დასკვნაში გარკვევით წერია, რომ ჩატარებული კვლევა არაორიგინალურ ფაილზეა და შესაბამისად, ორიგინალური ფაილის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დასკვნა შეიცვალოს ვსაუბრობ ავთენტურობაზე. რაც შეეხება იმ დასკვნას, რომელიც ხატიაშვილმა გაასაჯაროვა და დიდი ხანია აფრიალებს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა “იბერიას” საიტიდან გადმოწერილ ვიდეო-მასალას. შესაბამისად, აბსოლუტურად გაურკვეველი არის სიუჟეტით, რომელიც გადმოტვირთულია ვებგვერდიდან რანაირად შეიძლება ჩაუტარდეს ექსპერტიზა ავთენტურობაზე“-ამბობს ლევან აღდგომელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ
შემდეგი სტატია“მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე, ასე მოთმინებით და ყველანაირი ემოციების გარეშე ვუყურო”