დასჯილი წალენჯიხა-კობახიძის განკარგულებით წალენჯიხაში არ უთოვია – ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო არ გაიცემა

როცა პრემიერმინისტრის ერფთ-ერთ ბოლო განკარგულებას გადახედავთ, სადაც მან საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობის შედეგებთან ბრძოლისთვის საჯარო მოხელეები და სახელმწიფო სტრუქტურები დააჯილდოვა, აუცილებელი არაა, წალენჯიხელი იყოთ – აუცილებლად გაგიჩნდებათ შეკითხვა, პრემიერის კაბინეტში ჰკიდია თუ არა საქართველოს რუკა და თუ კი, იმ რუკაზე წალენჯიხა საერთოდ არის აღნიშნული? თუ ოკუპირებულ აფხაზეთსაა მიერთებული, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია და, შესაბამისად, წამახალისებელი ფულადი ჯილდოები არ და ვერ მოქმედებს?

ან იქნებ, ყველას მოლანდებები დაგვეწყო და თებერვლის ბოლოს წალენჯიხაში საერთოდ არ მოსულა თოვლი? კი, ასე იქნება – დიფ სტეიტმა და ნაცმოძრაობამ ერთად მოიგონეს, თოვლი მოდისო და, რაც მთავარია, ისე ქნეს ეგ ამბავი, რომ გაჭირვებული მოსახლეობა აიყოლიეს, დღემდე ჰგონიათ, რომ მაშინ ან გზების გაწმენდაში მონაწილეობდნენ, ან სახლების გადმოთოვლაში ეხმარებოდნენ მეზობლებს. მოსახლეობის ნაწილი კი აიყოლიეს, მაგრამ განა ჩვენი ყოჩაღი პრემიერი ასე ადვილად მოტყუვდებოდა? აგერ, საქმე-საქმეზე როცა მიდგა, სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებმა სტიქიასთან ბრძოლისთვის ფულადი ჯილდო მიიღეს, წალენჯიხელ საჯარო მოხელეებს კი ვურჩედით, ხშირად ჩახედონ სმარტფონებს და ელექტრონული ფოსტა შეამოწმონ: სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ყოჩაღი პრემიერის განკარგულების ასლი მიიღონ, სადაც მათ არარსებულ დიდთოვლობასთან ბრძოლისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის გამო დააჯარიმებენ. აბა, რა გეგონათ?
მანამდე კი გადავხედოთ, ვისაც მართლა სიქა გასძვრა დიდთოვლობასთან ბრძოლის დროს, სხვადასხვა რეგიონებში, როგორ დაუფასდათ?
პრემიერის განკარგულება ღაღადებს, რომ, საჯარო მოხელეების იმდროინდელი გარჯის გამო მათთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც შემდეგნაირად გადანაწილდება:

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის, საჯარო მოხელეებს ფულადი ჯილდო – 3 მილიონი ლარი, გამოეყოფათ. კობახიძის შესაბამისი განკარგულება 27 მარტით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 892 445 ლარი;
ჯანდაცვის სამინისტრო – 697 226 ლარი;
თავდაცვის სამინისტრო – 585 770 ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 113 563 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 79 409 ლარი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 253 372 ლარი;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 96 623 ლარი;
ვანის მუნიციპალიტეტი – 95 000 ლარი;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 77 037 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 76 288 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 53 550 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 45 573 ლარი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 40 158 ლარი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 37 000 ლარი;
ხონის მუნიციპალიტეტი – 18 668 ლარი”, – წერია განკარგულებაში.

როგორც ამ განაწილებიდან ვხედავთ, წალენჯიხა საერთოდ არაა სიაში, ხოლო ყველაზე მეტი თანხა – 253.300-ზე მეტი ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ყოფილა გამოყოფილი და ის ორჯერ მეტია, ვიდრე მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა. პრინციპში, ლოგიკურია, რადგან მამა-შვილ წილოსანებს ორივეს მშვენიერი მადა აქვთ, ვერ დაიწუნებ…
მოკლედ,  ბატონო ვანო ( წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი),ქალბატონო თამარ (წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე თამარ ბელქანია)! გამოჭერილი ხართ აფერისტობაში, ვითომ რომ გათოვდათ იმ დღეებში, გზებზე იდექით და გვიყვებიოდით – აქ ასეთი სიტუაციაა, იქ კი – ისეთიო… გგონიათ, ვერ მივხვდით, რომ თოვლიც კი გააფეიკეთ და სინამდვილეში, ხელოვნურ თოვლს გაყრიდნენ წალენჯიხის მერიის შენობიდან? თქვენი მოსატყუებელი კლბილი ხალხმა კარგა ხანია, მოიცვალა!

WWW.TIMER.GE

თაიმერი

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია”- უილსონი