დასჯერდება თუ არა კალაძე რიგით დეპუტატობას

kaladzeვინ რა თანამდებობას მიიღებს მთავრობაში

როგორ გადანაწილდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობები? – ეს არის ის თემა, რომლის შესახებაც პოლიტიკურ კულუარებში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ. თითქოს გარკვეულია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ისევ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ როცა კვირიკაშვილის პრემიერობაზე მსჯელობენ, იქვე სვამენ კითხვას, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე დეპუტატობას დასჯერდება თუ ახალ მთავარობაში ისევ ძველ პოზიციას, ანუ ენერგეტიკის მინისტრობას დაუბრუნდება?

„არ ვიცი, თანამდებობები როგორ გადადანწილდება, მაგრამ პირადად, ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ კალაძეს რიგითი დეპუტატობა არ აწყობს, ან რატომ უნდა აწყობდეს, როცა კაცი ენერგეტიკის მინისტრი, ამასთან ვიცე-პრემიერიც იყო და ახლა, როგორ წარმოგიდგენიათ, მომავალი ოთხი წელი პარლამენტში იმ მიზნით იქნება, რომ პულტზე თითი დააჭიროს? – კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ამ თემაზე საკუთარ არგუმენტირებულ ვერსიებს გვთავაზობს, – იმ შემთხვევაში, კალაძე თუ პარლამენტში დარჩება, მაშინ ის, ალბათ, უმრავლესობის ლიდერი გახდება. სხვთა შორის, ყურადღება მივაქციე, რომ „ოცნების“ სიიდან ახალ პარლამენტში პირადად მისი რამდენიმე პროტეჟე შევიდა, მაგალითად, კალაძის დაცვის ყოფილი უფროსი გია ბენაშვილი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ კალაძე შესაძლოა, უმრავლესობის ლიდერი გახდეს, მაგრამ უბრალოდ, თანამდებობას კი არ მიიღებს, არამედ, პროცესებზეც მოახდენს გავლენასაც.

ამასთნ ერთად, არც იმას გამოვრიცხავ, რომ კალაძე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდეს, თუმცა არ მგონია, ისევ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დაიკაოს. რატომღაც მგონია, რომ ის შეიძლება, პრემიერი გახდეს. ეს ვერსია, ამ ეტაპზე, ალბათ, უტოპიურად ჟღერს, მაგრამ ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, ალილო და ხვალეო.“

ზოგადად, ანალიტიკოსები, თავიანთი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, თანხმდებიან, რომ საინტერესო პოლიტიკური პროცესები პარლამენტში კი არა, პარლამენტს გარეთ განვითარდება.

„კი ბატონო, „ნაციონალებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ხომ ხედავთ, მიშას პარტიაში როგორი გნიასია. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობას“ მიშას პარტიას ვეღარც ვუწოდებთ, რადგან ასე რომ იყოს, მაშინ პოლიტსაბჭო ლიდერის გადაწყვეტილებას დაემორიჩილებოდა და პარლამენტში არშესვლაზე დასთანხმდებოდა, მაგრამ როგორც გარედან ჩანს, „ნაციონალები“ ერთმანეთს დაერევიან და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჯერ მხოლოდ ჟურნალია.

ისე, ეს ბიძინა, ვინც რა უნდა თქვას, მართლა მაგარი კაცია – ისეთი არჩევნები ჩაატარა, რომ არათუ „ოცნება“ მოიყვანა ხელისუფლებაში, არამედ, ყველა, ვინც ნერვებს მეტ-ნაკლებად უშლიდა, თავიდან მოიშორა. ჰოდა, ახლა, ჩემთვის ვფქირობ, თუ იმდენი მოახერხა, რომ მიშას „სასტავი“ მიშას წინააღმდეგ განაწყო, ხელს რა შეუშლის, რომ იგივე „ნაცები“, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, თავის ჭკვაზო ატაროს?“ – ორაზროვნად კითხულობს „თაიმერის„ ინკოგნიტო ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრის დროს და იმ თემასაც ეხება, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა, კონსტიტუციაშ ცვლილება შეიტანოს და პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა დააკანონოს.

„ვიღაცები ამბობენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დაჩქარებულად მოხდება და „ოცნება“ შეიძლება, იმაზეც წავიდეს, რომ გიორგი მარგველაშილი სახლში ვადამდე გაუშვას, მაგრამ როგორც მე გავერკვიე, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მაინცდამაინც მარტივი პროცედურა არა არის. ასე რომ, არ მგონია, „მარგველამ“ თავისი საპრეზიდენტო ვადა ვერ ამოწუროს. ჩემი გათვლებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, ის ძალაში 2018 წლიდან შევა, ანუ პარლამენტი პრეზიდენტს 2018 წელს აირჩევს.

ახლა, თუ ხალხში გავრცელებულ იმ ხმებსაც გავიხსენებთ, რომ „ოცნება“ პრეზიდენტად ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ამზადებს, სწორედ ამიტომ არ მგონია, რომ კვირიკაშვილი მთავრობის მეთაური ისევ გახდეს, ან თუ გახდება, ეს პოსტი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს, რადგან ცნობილია, რომ მას და ღარიბაშვილს კარგი ურთერთობა ჯერ კიდევ „ქართუში“ მუშაობის დროს არ ჰქონდათ და ახლა, როგორ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილი ერთ მდინარეში მეორედ შევა, ანუ იგივეს დაუშვებს, რომ ახალ მოცემულობაშიც პრეზიდენტი, რომელიც თუნდაც ხალხის მიერ არ იქნება არჩეული და პრემიერი ერთმანეთთან თხა და მგელივით იყოს?“ – გამოთქვამს თავის აზრს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ასევე, არ გამორიცხავს, რომ აღხმასრულებელ ხელისუფლებაში, მინისტრების არა, მაგრამ მაგალითად, მინისტრის მოადგილეების, ან დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონეზე გარკვეული თნამდებობები „პატრიოტთა ალიანსმაც“ მიიღოს და კიდევ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამაც.

ამ კონტექსტში საუბრის დროს, ჩვენი ინფორმატორი 2012 წლის არჩევნების შემდეგ პერიოდს იხსენებს, როცა ნინო ბურჯანაძის პარტიის მოქმედმა თუ ყოფილმა წევრებმა „ოცნების“ ხელისუფლებაში გარკვეული თანმდებობები დაიკავეს.

„შორს რომ არ წავიდეთ, იგივე ნოდარ ხადური, რომელიც 4 წელია, ფინანსთა შეუცვლელი მინისტრია, რატომ გავიწყდებათ, რომ ნინოს პარტიის მთავარი სახე იყო? კი ბატონო, ის ბურჯანაძეს ჯერ კიდევ მაშინ გამოეყო, როცა „ოცნება“ შეიქმნა, მაგრამ მე არ მგონია, რომ პოლიტიკაში ასეთი რაღაცები შემთხვევით ხდება. ამას გარდა, აფხაზეთის მთავრობის მეთაური (ამ თანამდებობას მგონი ასე ჰქვია) ვახტანგ ყოლბაიაც ბურჯანაძის პარტიიდან არის. გამომდინარე აქედან ვუშვებ, რომ ახალ მთავრობაში პატარ-პატარა თანამდებობები შეიძლება, ოპოზიციას ახლაც მიცენ და ამით გააჩუმონ,“ – არ გამორიცხავს „თაიმერის“ კონფიენციალური წყარო.

 

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლო განმუხურის საარჩევნო უბნის საკითხზე მსჯელობს