დაშლა გვინდა, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს – გურამ ფალავანდიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 9, 2019 10:10

დაშლა გვინდა, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს – გურამ ფალავანდიშვილი

დაშლა გვინდა, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს, – განაცხადა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მყოფმა გურამ ფალავანდიშვილმა.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, პარლამენტთან დგომის მიზანს ვეღარ ხედავს. როგორც ფალავანდიშვილმა აღნიშნა, აქციის სხვა მონაწილეები რომც დარჩნენ, ის რუსთაველის გამზირიდან წასვლას აპირებს. ფალავანდიშვილის თქმით, დეოკუპაციის მოთხოვნით აქციას ხელს არ შეუშლიან.

„დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ორი აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. მათ შორის პოლიციის კორდონი დგას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 9, 2019 10:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics