დაშინების პოლიტიკა და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული პრივილეგირებული ძალები – არასამთავრობოები ლგბტ თემის აქციას ეხმაურებიან

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 18, 2018 10:20

დაშინების პოლიტიკა და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული პრივილეგირებული ძალები – არასამთავრობოები ლგბტ თემის აქციას ეხმაურებიან

დაშინების პოლიტიკა და ხელისუფლების მხრიდან წახალისებული კონკრეტული პრივილეგირებული ძალები -ასე ეხმაურება სამოქალაქო სექტორი 17 მაისს განვითარებულ პროცესებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა, რის გამოც ლგბტ უფლებადამცველებმა რამდენიმე წლის შემდეგ პირველად ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებაზე უარი მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების გამო თქვეს.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს კონსტიტუციის იმ ნორმის დაცვისკენ, რომლითაც ნებისმიერ მოქალაქეს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული აქვს. მსგავს პროცესებში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემაც.

„თანასწორობის უფლების განხორციელების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფი არის ლგბტ ადამიანები.

შესაბამისად, ხელისუფლებას ეკისრება პოზიტიური ვალდებულება რომ ხელი შეუწყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამოხატვას ქვეყანაში და ყველა პირობა შექმნას, რისკების პრევენციის თუ შემდგომში უკვე ადგილზე რეაგირების მიმართულებით“- აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 18, 2018 10:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics