დაშავებული სამხედროები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ტრავმატოლოგში“ გადანაწილდებიან

11915982sfdsf4217696971sdfdსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დედოფლისწყროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის თბილისის კლინიკებში ჰოსპიტალიზაცია მიმდინარეობს.

ერთი დაშავებული, რომელსაც მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე მუცლისა და თავის ტრავმები აღენიშნება, კატასტროფის ეკიპაჟს ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავს.

კლინიკა „ტრავმატოლოგში“ მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია. მას თავის ტრავმა აღენიშნება.

„ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. კლინიკები დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით, შეფერხების გარეშე უზრუნველყოფენ“,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციაში.

ამასთან, დაგეგმილია თბილისში კიდევ სამი დაშავებულის გადმოყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობა მწუხარებას გამოთქვამს დედოფლისწყაროს რაიონში მომხდარ ავარიაში ჯარისკაცის გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიაპოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ სმოლენსკის კატასტროფის დღეს დონალდ ტუსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა