დაშავებული ორი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მიყვანილი 15 და 16 წლის არასრულწლოვნები კლინიკიდან გაწერეს.ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ერთ-ერთ არასრულწლოვანს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო მეორეს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა.

მოზარდები სამართალდამცველებმა გამოკითხეს. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, დაშავებულების თქმით, მათზე თავდასხმა დიდუბეში, ერთ-ერთ სტადიონთან მოხდა. მათი თქმით, მათზე თავდასხმა დაახლოებით, 30-მა მოზარდმა განახორციელა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად კი სიგარეტის თხოვნა სახელდება. ამ ორი დაშავებულის გარდა კიდევ ორი ნაცემი მოზარდი სახლში იმყოფება. ჩხუბში მონაწილეებიდან რამდენიმე პირი კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლი მოულოდნელად ციხეში შეაბრუნეს – ლეილა მუსტაფაევა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: სენაკში ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი სპეცრაზმელი დაჭრეს