დაშავებული მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, აღმაშენებელზე ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად ორმა მუშამ პირველი ხარისხის ზედაპირული დამწვრობები მიიღო, რის გამოც სამედიცინო ბრიგადამ ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აფეთქება მოხდა. ცეცხლი ტრანსფორმატორს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) გოგა ხაჩიძემ უცნობი ახალგაზრდის დასახმარებლად პარლამენტში პერფორმანსი დადგა
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2240 ლარია