11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

დაშავებული 14 წლის მოზარდი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 12 000 აბონენტი – რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს

რუსული ძალების მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაშავდა, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა რეგიონულ ცენტრს დრონებით შეუტიეს, კერძო სახლები დააზიანეს. 14 წლის ბიჭი დაშავდა. მას ყველა საჭირო დახმარება გაეწია. 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობას მაშინვე დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.

ფედოროვის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში დრონის დარტყმის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაია-მ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებებზე წერილობითი კომუნიკაცია წარუდგინა
შემდეგი სტატიაგერმანიის კანცლერი ირანს აგრესიისა და ბირთვული პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებს