დასავლეთს არ შეუძლია სამხედრო ჩარევა უკრაინის ომში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი წუხს, რომ დასავლეთს არ შეუძლია სამხედრო ჩარევა უკრაინის ომში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეუძლებელია, უბრალოდ, თქვას ის, რასაც ფიქრობს. ყველაზე რთული ის არის, როდესაც გულს სურს რაღაც განსხვავებული, ვიდრე თავი ამბობს. მაგალითად, მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გარანტიას მოგცემთ ჰუმანიტარული დერეფნების გატარებაზე იმ ტერიტორიებიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვერ მივცემთ თავს ამის უფლებას. ასეთი დაპირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამხედრო საშუალებებით. ამიტომ მე მკაფიოდ მომიწია თქმა: არ იქნება აკრძალული ზონები”, – დასძინა მან.

კარგი საგარეო პოლიტიკა ასევე ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას, „მაშინაც კი, როცა გული გეწვის“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპოლარიზაცია საფუძველს იღებს ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლების მხრიდან – იმედი მაქვს, 6 თვის ვადა საკმარისი დრო იქნება, გონს მოეგონ – წილოსანი
შემდეგი სტატიაბუჩაში მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო ჩემს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში – ბერბოკი