დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს – ტრასი

დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა განიხილონ რუსეთის მიმართ კომპრომისი ან დაშოშმინება.

„შემაძრწუნებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მსოფლიოს გამოსასყიდი დაუწესოს. რუსული აგრესიის დამშვიდება არ შეიძლება, მასთან ძალით შეხვედრაა საჭირო. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უკრაინაში გაჭიანურებული და მტკივნეული კონფლიქტის განვითარება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაუნდობლები და ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით. ახლა ამაჩქარებლის პედლიდან ფეხს ვერ მოვხსნით“, – თქვა ლიზ ტრასმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა არ უნდა მოიგოს ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, ვერ მოიგებს – შოლცი
შემდეგი სტატიაომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – სტოლტენბერგი