დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ 2014-ში უკრაინას არ დაეხმარა – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინას არ დაეხმარა. განცხადება ჯონსონმა რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“ჩვენ, თქვენი მეგობრები თავჩაღუნული უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რაც 2014 წელს მოხდა, რადგან უკრაინაში მანამდეც შეიჭრნენ, ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინისგან ყირიმი წაიღეს და დონბასში ომი დაიწყო. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ ვერ დავაწესეთ ერთობლივი სანქციები, რომელიც მაშინ უნდ დაგვეწესებინა ვლადიმერ პუტინისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ იგივე შეცდომა”,-თქვა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაატყვევეს
შემდეგი სტატიანიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე განადგურებულია მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი