დასავლეთისათვის აქვს მიბარებული ფული ყველა რუს ოლიგარქს – გოცირიძე ივანიშვილზე

“დასავლეთს ებარებოდეო, უთხრაო ბიძინამ თავის ფულებს.

2 მილიარდი დოლრი მიიბარა დასავლეთმა, მაგრამ უკან არ დაუბრუნაო. დაუბრუნოს თავისი ორი მილიარდი დოლარი გლობალური ომის პარტიამ ბიძინას და ჩვენც შემოვბრუნდებით დასავლეთისკენ, თუ არა და რუსულ კანონსაც მივიღებთ და რუსეთსაც მივებარებითო. ამის თქმა დაავალა გუშინ ივანიშვილმა კობახიძეს. თანაც ეს ისე უნდა ეთქვა, რომ ხალხსაც გაეგო და ბიძინაც უნდა მიმხვდარიყო, რომ ზუსტად გადმოსცა მისი დანაბარები. აქ მთავარი სიტყვა არის “ებარებოდე”. პირადი მღვდლისგან მოისმინა ალბათ.
დასავლეთში ინვესტიციები განახორციელაო კი არა თქვა, დასავლეთს მიაბარაო, შვეიცარიის კონკრეტულ ბანკში ჩადო ფულიო კი არ თქვა, დასავლეთში ჩადოო.

თანაც დააყვედრა დასავლეთს, შვილივით მოგაბარე და ვერ მოუარეო. ეს ყველაფერი იმ ბრძენი კაცის ენა რომაა კი მიხვდით.
ჯერ ერთი, დასავლეთისათვის აქვს მიბარებული ფული ყველა რუს ოლიგარქს, აბა პუტინს ხომ არ მიაბარებდა. მეორეც, არა ორი მილიარდი მიაბარა, არამედ 800 მილიონ დოლარს ედავება აწ უკვე ყოფილ შევიცარიულ ბანკს, რომელმაც ფულის ნაწილი დაუბრუნა და მესამეც, ფულს მთლიანად იმიტომ ვერ იღებს, რომ ის ბანკი გაკოტრდა და მეორე შვეიცარიულმა ბანკმა იყიდა ( ჩაყლაპა) ჩალისფასად.
გლობალური ომის პარტია კი არ უბლოკავს ფულს, არამედ არასწორად ჩადო ფული, ცუდი პირადი ბანკირი აიყვანა, რომელმაც თაღლითობების გამო ჯერ ციხეში ამოყო თავი და მერე ის თავი მოიკლა.

ლარი რომ გაგიუფასურდათ, პირადი ბანკირი უნდა აგეყვანათო, ესეც გვახსოვს.
ვერ უშველა ვერც პირადმა ბანკირმა და ვერც პირადი მღვდელი უშველის. ჯერ სანქციები და მერე პენსიაზე, ოღონდ სად, ესეც საკითხავია-ევროპაში და ამერიკაში სავიზო შეზღუდვები ექნება დაწესებული.” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული მოძრაობის დროსაც კი არ იყო ამდენი ახალგაზრდა გარეთ გამოსული – დავით ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიასტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან