დასავლეთის სურვილმა შეინარჩუნოს თავისი ჰეგემონია მსოფლიოში, უკრაინაში კრიზისი გამოიწვია – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების სურვილმა, შეინარჩუნონ თავიანთი ჰეგემონია, უკრაინაში კრიზისი გამოიწვია.

როგორც კრემლის ლიდერმა BRICS-ის ლიდერების შეხვედრაზე ვიდეო საუბრისას განაცხადა, დასავლეთის ქვეყნების „დახმარებით“ უკრაინაში არაკონსტიტუციური გადატრიალება მოხდა.

„პირველ რიგში, დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, ამ ქვეყანაში განხორციელდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, შემდეგ კი დაიწყო ომი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ გადატრიალებას.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო სურვილი შეენარჩუნებინათ ჰეგემონია მსოფლიოში, ამან გამოიწვია მძიმე კრიზისი უკრაინაში. ომი სასტიკია. გაანადგურებს ამ ქვეყანას“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს – მედვედევი
შემდეგი სტატიააშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით